Wed, 29 March
Hot news:
Wed, 29 March
Wed, 29 March
Hot news:
GEO
11.01.2017 | 19:18

მიმდინარე წელს მეტროს 20-25 ვაგონის მოდერნიზება მოხდება

Category: საზოგადოება
"თბილისის მერიისთვის 2017 წელს ერთ-ერთი პრიორიტეტული სატრანსპორტო მიმართულებაა“, - ამის შესახებ ბიზნესკონტრაქტს თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე წელს საკმაოდ სოლიდური რესურსია გათვალისწინებული დედაქალაქში მეტროსადგურების განვითარებისა და რეაბილიტაციის კუთხით. დედაქალაქში რიგით 23-ე მეტროსადგური "უნივერსიტეტი“ ლექვინაძის განცხადებით, მაისი-ივნისის პერიოდში გაიხსნება. როგორც მერიაში განმარტავენ ამ დროისთვის ორი მეტროსადგურის, - "ახმეტელის“ და "ვარკეთილის“ რეაბილიტაციაა დაწყებული.

"2017 წელს დაახლოებით 25-დან 30-მდე ვაგონის მოდერნიზაცია მოხდება და მათ შორის ერთ-ერთი სიახლე ის იქნება, რომ რამდენიმე ვაგონი, რომელიც შექმნილი იქნება ჩვენი ინვესტირებით, იქნება ასინქრონულ ძრავზე მომუშავე, რომელიც ახალი ტექნოლოგიური კუთხით და ეკონომიურობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა. 20 მილიონ ლარის მოცულობის თანხაა გამოყოფილი მხოლოდ მოძრავი შემადგენლობის განახლებაზე და დაახლოებით 10 მილიონამდე თანხა ათამდე მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე", - განაცხადა ლექვინაძემ.
Go back
92Views
მიმდინარე წელს მეტროს 20-25 ვაგონის მოდერნიზება მოხდება
Top news
See media zone
See all news See more