კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 16:58

BDO-მ საპარტნიორო ფონდს რაჭის განვითარების კონცეფცია წარუდგინა

კატეგორია: ეკონომიკა
საპარტნიორო ფონდმა საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან ერთად რაჭის ტურისტული შესაძლებლობების კვლევა დაასრულა და რეგიონის განვითარების ზოგადი კონცეფცია მოამზადა. კონცეფცია საკონსულტაციო კომპანიამ საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს წარუდგინა. ფონდის ხელმძღვანელობამ კონცეფციათან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გამოთქვა და კომპანიას სთხოვა კონკრეტულ კურორტებთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების დეტალიზაცია და დაზუსტებები წარმოადგინოს. მხარეები მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, სადაც BDO ფონდს რაჭის განვითარების კორექტირებულ კონცეფციას წარუდგენს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, რაჭის რეგიონით კერძო სექტორის დაინტერესება რთული პროცესია, ამიტომ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია რეგიონის განვითარებისთვის. „სახელმწიფომ უნდა აჩვენოს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის (PPP) მაგალითი. კონცეფციის მთავარი მიზანია შესთავაზოს სახელმწიფოს რეკომენდაციები, როგორ დააინტერესოს კერძო სექტორი“, აღნიშნა საგანელიძემ.
 
"კონცეფცია მიზნად ისახავს რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც გულისხმობს რამდენიმე თანამედროვე, საერთაშორისო დონის კურორტის განვითარებას რაჭაში, კერძოდ კი შაორის ტბაზე, უწერასა და შოვში. კონცეფციის თანახმად, რეგიონში უნდა აშენდეს როგორც საერთაშორისო ბრენდის 3 და 4 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ასევე სამედიცინო ტიპის გამაჯანსაღებელი კომპლექსი, რადგან რაჭა მდიდარია მრავალფეროვანი სამკურნალო თვისებების მქონე მინერალური წყაროებით.

კონცეფცია ასევე ითვალისწინებს რაჭაში, მათ შორის უწერასა და შოვს შორის არსებული გზის რეაბილიტაციას, არსებული გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, წყლის, გაზის და ელექტროენერგიის მიყვანას კურორტებამდე, საზოგადოებრივი ადგილების მოწესრიგება/მოწყობას (ტურისტული საინფორმაციო პუნქტები, საინფორმაციო დაფები,, პარკირების ადგილები, ქუჩის განათებები და სხვა). ასევე პროექტი გულისხმობს შაორის ტბაზე ტურისტული სანაოსნო კლუბის მოწყობას, სალაშქრო გზების, საფეხმავლო ბილიკებისა და ველოსიპედის გზების, საბავშო მოედნების, ატრაქციონების და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას საკურორტო ზონებში", - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში. 
უკან დაბრუნება
1050ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი