ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
07.01.2016 | 11:49

ნიგოზი, თაფლი, ღორის ხორცი, ყველი - "საახალწლო" პროდუქტების ფასები საქართველოში

კატეგორია: ეკონომიკა
გავრცელებული მოსაზრების თანახმად საახალწლოდ ფასები თითქმის ყველა პროდუქტზე იზრდება, თუმცა 2015 წლის დეკემბერში, ამავე წლის ნოემბერთან შედარებით, ფასების საერთო დონე შემცირებულია (-0.6%). ფასები შემცირებულია ნიგოზზე (-4.7%), თაფლზე (-2.8%), ღორის ხორცსა (-0.7%) და ყველზე (-1.0%).
 
2015 წლის დეკემბერში, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასების საერთო დონე გაზრდილია (4.9%). თუმცა შემცირებულია ფასები ნიგოზზე (-2.8%), ღორის ხორცსა (-1.7%) და ყველზე (-3.5%), თაფლის ფასი კი გაზრდილია (3.8%).

2015 წლის მეოთხე კვარტალში ნიგვზის ფასი ყოველთვიურად მცირდებოდა წინა თვესთან შედარებით, კერძოდ, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ნიგვზის ფასი 12.0%-ით შემცირდა, ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით - 11.5%-ით, ხოლო დეკემბერში ნოემბერთან შედარებით - 4.7%-ით. მაშინ როდესაც 2014 წლის მეოთხე კვარტალში, ნიგვზის ფასი ყოველთვიურად იზრდებოდა.

საინტერესოა, რომ 2015 წელს მთელი წლის განმავლობაში ნიგვზის ფასი უფრო მაღალი იყო ვიდრე 2014 წელს, გარდა დეკემბრისა. 2015 წლის დეკემბერში ნიგვზის ფასი შემცირებულია 2014 წლის დეკემბერთან შედარებით (-2.8%).

2015 წელს, ისევე როგორც 2014 წელს, თაფლის ფასი სტაბილური იყო, თუმცა მეოთხე კვარტალში მნიშვნელოვანი ცვილებები განიცადა. 2015 წლის ოქტომბერში, სექტემბრის თვესთან შედარებით, თაფლის ფასი 6.2%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში ნოემბერთან შედარებთ 2.8%-ით შემცირდა.

2015 წლის განმავლობაში თაფლის ფასი უფრო მაღალი იყო ვიდრე 2014 წელს. ფასები განსაკუთრებით გაზრდილია მეოთხე კვარტალში. კერძოდ, ოქტომბერში თაფლის ფასი გაზრდილია 7.1%-ით, ნოემბერში - 7.2%-ით, ხოლო დეკემბერში - 3.8%-ით, წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით.

2015 წლის პირველ ნახევარში, ღორის ხორცის ფასი მნიშვნელოვანი ცვალებადობით ხასიათდებოდა, მეოთხე კვარტალში შედარებით დასტაბილურდა და დეკემბერში ნოემბერთან შედარებით, აღნიშნული პროდუქტის ფასი შემცირდა (-0.7%).

2015 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში, ღორის ხორცის ფასი აღემატებოდა 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. თუმცა სექტემბრის თვიდან დაიწყო ღორის ხორცზე ფასის შემცირება, კერძოდ, სექტემბერში ფასი შემცირდა 2.7%-ით, ოქტომბერში - 2.5%-ით, ნოემბერში - 2.2%-ით, ხოლო დეკემბერში - 1.7%-ით.

2015 წლის პირველ ნახევარში ყველის ფასიც მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა, ხოლო მეოთხე კვარტალში შედარებით დასტაბილურდა. დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ყველის ფასი -1.0%-ით შემცირდა.

2015 წელს, გარდა იანვრის, თებერვლისა და ნოემბრისა, ყველის ფასი ჩამოუვარდებოდა 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლებს. 2015 წლის დეკემბერში ყველის ფასი 3.5%-ით შემცირდა, 2014 წლის დეკემბრთან შედარებით.

უკან დაბრუნება
904ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი