შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.01.2016 | 17:09

საქართველოში ლიდერთა განვითარების აკადემია დაარსდა

კატეგორია: განათლება
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სტენფორდის უნივერსიტის დემოკრატიის, განვითარების და კანონის უზენაესობის ცენტრთან (CDDRL) ერთად იწყებს ერთობლივ პროგრამას,რომელიც გულისხმობს ლიდერთა განვითარების აკადემიის (Leadership Academy for Development -LAD) დაარსებას საქართველოში. LAD პირველი კურსი - „საჯარო პოლიტიკის როლი კერძო სექტორისგანვითარებაში” 18-22 იანვარს გაიმართება. ლიდერთა განვითარების კურსს საქართველოში უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტისპროფესორი, დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი ფრენსისფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, კერძო-საჯარო პარტნიორობის ინიციატივებისპროგრამის დირექტორი - ალან ტრაგერი. პროგრამის ფარგლებში მოწვეული მომხსენებლებიარიან კეტრინ სტონერი სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფორდ დორსეის პროგრამის დირექტორი და დევიდ კრამერი - მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორიადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. ლიდერთა განვითარების აკადემიის(LAD) ფარგლებში, კონკურსის გზით შეირჩა პროგრამის 30 მონაწილე საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა განვითარებადი ქვეყნიდან. ყველა მათგანი საჯარო, ბიზნეს და სამოქალაქო სექტორისორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები არიან. „LAD-ის პროგრამა მონაწილეებს დაეხმარება კიდევ უფრო გაიღრმავონ ის უმნიშვნელოვანესი უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად, საჯარო სექტორში მნიშნელოვანი რეფორმების დასაგეგმად და გასატარებლად და ბიზნეს და საჯარო სექტორს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად. ლიდერთა განვითარების აკადემიის ინტენსიური სასწავლო კურსის განმავლობაში, კურსისის მონაწილეები საჯარო, კერძო და არასამათავრობო ორგანიზაციებიდან, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერ-პროფესორებისგან დაეუფლებიან ორგანიზაციული მართვის სხვადასხვა დონეზე ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების საუკეთესო გამოცდილებას“, - განმარტავენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრში.
უკან დაბრუნება
641ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი