ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.01.2016 | 15:02

10 ქვეყანა საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი მოგზაური შემოდის

კატეგორია: ეკონომიკა
ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 2015 წლის განმავლობაში 5,897,685 შეადგინა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 382,126 მოგზაურით მეტია. (+6.9%).

რაც შეეხება ტურისტებს, (ანუ იმ მოგზაურებს, რომლებმაც 24 საათი და მეტი გაატარეს ჩვენს ქვეყანამაში) მათი რიცხვი 2,278,562-ია, ზრდა კი 2.2%. ტურისტების წილი მთლიან მოგზაურებში 39%-ია.

2015 წელსაც საქართველოს ყველაზე მეტად მეზობელი ქვეყნებიდათ სტუმრობდნენ, თუმცა პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბერში გამოირჩეოდნენ: იტალია, ლიტვა, ლატვია და გერმანია (შესაბამისად 15%, 13%, 13%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (29%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსი (51%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (40%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები - 675% და საუდის არაბეთი - 80%-იანი მატებით. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.

ტოპ 10 ქვეყანა

1 სომხეთი 1,467,454 - 11%
2 აზერბაიჯანი 1,392,993 - 9%
3 თურქეთი 1,391,379 - -4%
4 რუსეთი 925,061 - 14%
5 უკრაინა 141,656 - -1%
6 ისრაელი 59,480 - 40%
7 პოლონეთი 43,435 - -6%
8 გერმანია 36,820 - 10%
9 ყაზახეთი 36,758 - 29%
10 აშშ 31,143 - 10%

„2015 წელს საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა უპრეცედენტოდ რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რომელთა რაოდენობამ 5 მილიონ 900 ათასს მიაღწია, რაც 7 პროცენტიან ზრდას გულისხმობს. დაახლოებით 382 ათასი ადამიანით მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ , რომ 2016 წელსაც ტურისტების რაოდენობა დინამიურად გავზარდოთ, რადგან ეს გულისხმობს მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ქვეყნის ეკონომიკაში. საერთაშორისო მოგზაურთა ზრდა ერთიანი გუნდის მუშაობის შედეგია და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და საქართველოს ეკონომიკის მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს, ვისი მხარდაჭერისა და დამხარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამ შედეგების მიღწევა. “-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
უკან დაბრუნება
3328ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი