შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 10:28

2015 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა

კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტები 2 261 006 მგზავრს მოემსახურნენ, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, მგზავრთა რეკორდული რაოდენობაა. 2014 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 12.57%-ით (252 492 მგზავრით) არის გაზრდილი.
 
„6.60%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება. 2015 წლის შეჯამებული მაჩვენებელი 123 364 ერთეულ გადაფრენას შეადგენს. 4.53%-ით გაზრდილია რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა. შეჯამებული მონაცემებით, 2015 წელს 11 409 რეგულარული და 2 259 ჩარტერული რეისი განხორციელდა. რაც შეეხება ცალკეულ აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობას: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წელს 1 847 111 მგზავრს მოემსახურა, რაც 17.25%-ით (271 784 მგზავრით) აღემატება 2014 წლის განმავლობაში მომსახურებული მგზავრების რაოდენობას.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 226 476 მგზავრს მოემსახურა, რაც 5.91%-ით (12 635 მგზავრი) აღემატება წინა წლის განმავლობაში დაფიქსირებულ მგზავრთნაკადს. 232%-ით (3122 მგზავრით) არის გაზრდილი 2015 წელს მესტიის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით.

2015 წლის აპრილიდან Wizz Air Ukraine-ის ფუნქციონირების შეწყვეტის გამო, დროებით შეფერხებული იყო საჰაერო მიმოსვლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით, რის გამოც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 35 049 მგზავრით ნაკლები (182 954 მგზავრი) გადაიყვანა. აღნიშნული კლების შესამცირებლად სხვადასხვა ავიამიმართულებების დამატების მიზნით აქტიურად მუშაობენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები“, - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში.
უკან დაბრუნება
158ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი