შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
27.12.2015 | 23:03

8 წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში "კოხტა"-ს საბაგირო ამოქმედდა

კატეგორია: საზოგადოება
8 წლიანი პაუზის შემდეგ, ბაკურიანში "კოხტა"-ს საბაგირო ამოქმედდა. 2015 წლის აგვისტოში ჩაეყარა საფუძველი ბაკურიანში კოხტას ახალ მშენებლობას. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ცნობით, ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა სამთო ტურიზმის აღორძინების კუთხით,რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით განხორციელდა. საბაგირო გზის სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "ბლექ სი გრუპი". საბაგიროს მშენებლობას სამთო-სათხილამურო ინფასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავსტრიული კომპანია "დოპელმაიერი" ახორციელებდა.
 
დღეს ბაკურიანში, "კოხტა"-ს საბაგიროს გახსნაზე იმყოფებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი სანდრო ონოფრიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და "კომპანია ბლექ სი გრუპი"-ს დამფუძნებელი გიორგი კალანდაძე პროექტ მენეჯერ თემურ პატაშურთან ერთად.

"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ბაკურიანს შეემატა განახლებული კოხტა და განახლებული საბაგირო, რომელმაც ფუნქციონირება უკვე დაიწყო. ბაკურიანს ასევე შეემატა ახალი ტრასები, ახალი საბაგირო უნიკალური შუალედური სადგურით და ეს გამოიწვევს ბაკურიანში ტურისტების რაოდენობის უნიკალურ ზრდას", - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.
უკან დაბრუნება
989ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი