ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
23.11.2015 | 15:58

აბაშის მერძევეობის ფერმა, აბაშაში, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

კატეგორია: ბიზნესი
შპს "აბაშის მერძევეობის ფერმა"  აბაშის რაიონში, ანჯელის მასივში, 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მთავრობის დადგენილების მიხედვით, შპს „საქართველოს მიწის კორპორაცია" ან/და "აბაშის მერძევეობის ფერმა" ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის ვადაში, პროვატიზების გზით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არანაკლებ 600 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის ან ფერმების კომპლექსი გააშენოს.

ხელშეკრულების მიხედვით, მფლობელი ვალდებულია აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ერთწლანი ან მრავალწლიანი კულტურების მოყვანის მიზნით, შეიძინოს საჭირო აგროტექნიკა. ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველ წელს მფლობელმა ერთწლიანი ან მრავალწლიანი კულტურები მიწის ნაკვეთების საერთო ფართობის არანაკლებ 40%-ზე უნდა გააშენოს, რომელიც 4 წლის ვადაში მიწის ფართობის 80 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს.

""სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ცვლილების სანაცვლოდ შპს „საქართველოს მიწის კორპორაციამ" ან/და შპს "აბაშის მერძევეობის ფერმამ“ უზრუნველყონ ამ განკარგულების გამოცემიდან 30 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 628 310 ლარის გადახდა. ამ განკარგულების პირველი პუნქტი ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „საქართველოს მიწის კორპორაცია" ან/და შპს "აბაშის მერძევეობის ფერმა" შეასრულებს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებლ პირობას", - ვკითხულობთ ნთავრობის განკარგულებაში.
უკან დაბრუნება
632ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი