ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
22.12.2015 | 09:40

ალექსანდრე მარგიშვილი: "მერია საწარმოებისთვის ექსპორტის პროექტების შემუშავებას იწყებს"

კატეგორია: ბიზნესი
’’ჩავატარებთ კონკურსს, სადაც მონაწილეობას ის კომპანიები მიიღებენ, რომელთაც ექსპორტზე გასვლა სურთ. პარალელურად ტენდერის საშუალებით იმ საკონსულტაციო კომპანიებსაც შევარჩევთ, რომლებიც მათ საექსპორტო პროექტებს მოუმზადებენ. საექსპორტი პროექტი კი რეალურად ბიზნესსგეგმაა, რომელიც პროდუქციის უცხოეთში გატანაზეა გათვლილია", - აცხადებს თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე მარგიშვილი. 

- თქვენი ახალი პროგრამის მიხედვით გამოდის, რომ კომპანიებს უმზადებთ ბიზნეგეგმას და უცხოეთში მათთვის პარტნიორს ეძებთ?

- ტენდერით შერჩეული საკონსულტაციო კონპანიის საშუალებით, რომელსაც მერია დააფინანსებს, უცხოეთის ბაზრებზე კლიენტებს მოვიძიებთ. დღეს შეიძლება ბიზნესმენს გადასარევი პროდუქტი ჰქონდეს, თუმცა არ გააჩნდეს კონტაქტები და არ ჰქონდეს იმის უნარი თუ როგორ შეათანხმოს ან როგორ "დაკეროს" ესა თუ ის კლიენტი. ანუ რეალურად ჩვენ საწარმოებისთვის ვამზადებთ ბიზნესგეგმას და ვეხმარებით ამა თუ იმ ბაზარზე კონტაქტების მოძიებაში. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს ეს შეიძლება იყოს ევროპა ან თუნდაც აშშ.

- ბიზნესს თუ ჰკითხეთ სჭირდება თუ არა მათ ამ მიმათულებით თქვენი დახმარება და ჩატარდა თუ არა წინასწარი კვლევა, რომელიც ამ პროგრამის საჭიროებას დაადასტურებდა?

- ბუნებრივია ყველა ბიზნესმენთან არა, მაგრამ ასოციაციებთან გვქონდა შეხვედრა. ჩვენ დაახლოებით სიღრმისეულად 20 დარგი შევისწავლეთ და პრიორიტეტებიც სწორედ იქედან განვსაზღვრეთ.

- ერთის მხრივ თქვენ იწყებთ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამას, მეორეს მხირვ კი ამაზე მუშაობა უკევ დაწყებული აქვს ეკონომიკის სამინისტროს და ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს აყალიბებს. გვჭირდება ერთმანეთის მსგავსი ორი სტრუქტურა და ასევე ხომ არ გგოანიათ რომ ერთმანეთის ფუნქციებში შეიჭრებით?

- სამინისტრო უფრო გლობალურ საკითხზე მუშაობს, ეს არის საექსპორტი გარემოს გაუმჯობესება. ისინი კონკრეტულ საწარმოებს არ ეხმარებიან ანუ ჩვენ რასაც გავაკეთებთ ეს მათ პორთფელში არ არის. სიტყვაზე ეკონომიკის სამინისტრომ, რომ აიღოს კონკრეტული საწარმო და მას ბიზნესგეგმა მოუმზადოს ესეთი რამ არ არსებობს. ეს სწორიცაა. ის მთელი ქვეყნის მასშტაბითაა და მათ ზოგადად ექსპორტის ხელშეწყობაზე უნდა იმუშაონ. ჩვენ კი კონკრეტულ ინდივიდუალურ საწარმოებს ვარჩევთ, ვაცხადებთ კონკურსს და გვინდა რომ ერთი დარგიდან ერთი საწარმო გავხადოთ ფლაგმანი. როდესაც ერთი საწარმო ექსპორტს განავითარებს მისი გაყიდვები გაიზრდება, ხოლო რაც უფრო მეტს გაყიდის ეს კონკურენტებს პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ის მათ ბაზარს არ ართმევს, პირიქით ეს მაგალითი იქნება დანარჩენისთვის, რომ მიბაძონ ამ კომპანიას ჩვენც მოგვმართონ. დამიჯერეთ, ამ ორ სტურქტურას შორის კვეთა ნამდვილად არ ხდება, ჩვენ ყველაფერი წინასწარ გვაქვს გავლილი, როგორც საინვესტიციო სააგენტოსთან, ისე საექსპორტი სააგენტოსთნ. პირიქით ჩვენ ერთმანეთს შევავსებთ და მათ რეკომენდაციებსაც გავითვალისწინებთ. მაგალითად, თუ ექსპორტის სააგენტო იტყვი, რომ "ჰაიტეკი" არის ახალი დარგი, რომელიც უნდა განვავითაროთ, ჩვენც შესაბამის კონკურსს გამოვაცხადებთ.

- რა თანხებთან იქნება ეს პროგრამა დაკავშირებული?

- ექსპორტზე ჩვენი ცენტრის ასიგნებებში კონკრეტულად გაწერილი არ არის, თუმცა ეს თანხა მერიის ეკონომიკურ პრიორიტეტში გაწერილია და თუ ჩვენ დაგვიმტკიცდა ეს პროგრამა, თანხა ჩვენთან გადმოვა. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მას საქალაქო სამსახური განახორციელებს, მაშინ ეს თანხა რჩება მათთან, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, თანხა არსებობს და პროგრამა განხორციელდება.

- პროგრამის დაწყების ვადებზეც, რომ ვისაუბროთ... 

- სავარაუდოდ გაზაფხულიდან ან ზაფხულიდან. ეს მარტივი პროცესი არ არის და დრო სჭირდება, ყველაფრის წინასწრაი შესწავალა უნდა მოხდეს, მაგალითად ტურიზმში ჩადებული გვქონდა ტურისტული სააგენტოებისთვის ხარჯების თანადაფინანსება, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ბიზნესმა პირდაპირ გვითხრა: "არ გვინდა დაფინანსება, დაგვეხმარეთ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაშიო". გვთხოვეს ასევე რომ ყაზახეთიდან ჩამოგვეყვანა ტურისტული ტუროპერატორები. მოკლედ გვითხრეს, რომ არ უნდოდათ ჩვენი ფული და ამ პროგრამიდან სრულად ამოვიღეს ეს ინსტრუმენტი.

- ანუ ვთანხმდებით, რომ წინასწარი კვლევა აუცილებლია?

- დიახ.

- კიდევ რა აჩვენა თქვენს მიერ ჩატარებულმა წინასწარმა კვლევებმა?

- სტარტაპის დაფინანსება არის ნომერ პირველი პრობლემა, წარმოიდგინეთ ექსპორტზე უფრო მნიშვნელოვანიც კი და გვინდა ამ კუთხითაც გააქტიურება.

- გააქტიურებაზე მინდა გკითხოთ, დღეს იმ მეწარმეების ნაწილმა, რომელზეც თქვენ გათვლას აკეთებთ, ამ ცენტრის არსებობის შესახებ არც კი იცის... ხომ არ გგონიათ რომ პასიურობთ?

- რასაკვირველია, ბიზნესმენებთან შეხვედრებს ვმართავთ, თუმცა ამ შეხვედრებზე ჩვენ დიდ მასას ვერ ვფარავთ, ამიტომ უფრო გავაქტიურბდებით ამ მიმართულებით.
უკან დაბრუნება
438ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი