შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
24.01.2016 | 10:19

ალექსის ციპრასი: 2016 წელს საბერძნეთი მსოფლიო ეკონომიკური საზოგადოების გაოცებას შეძლებს

კატეგორია: მსოფლიო
Bloomberg-ის ინფორმაციით, საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი ამბობს, რომ ინვესტორების ნდობა საბერძნეთის მიმართ თანდათან უმჯობესდება და 2016 წლისათვის „ სასიამოვნოდ გაკვირვებული“ იქნება მსოფლიო ეკონომიკა შედეგით. "მე ვთვლი, რომ 2016 წელი იქნება წელი, როდესაც საბერძნეთი მსოფლიო ეკონომიკური საზოგადოების გაოცებას შეძლებს", - განაცხადა მან Bloomberg TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში. "მართალია გასული წელი საბერძნეთისთვის და ევროპისთვის არასასიამოვნო იყო, მაგრამ მე ვფიქრობ წინ დიდი შესაძლებლობებია", - განაცხადა მან და ხაზი გაუსვა რომ აუცილებელია ევროკავშირთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების დასრულბა. ამ დროისთვის საბერძნეთის ხელისუფლება საპენსიო რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიღებაც კიდევ ერთი საკრედიტო ტრანშის მიღებისთვის აუცილებელი პირობაა. "თუ მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, მაშინ საბერძნეთი შეძლებს გამოვიდეს მანკიერი წრიდან და ზრდის ტემპს დაუბრუნდეს", - ირწმუნება ციპრასი.
 
აგვისტოში საბერძნეთი, ევროკავშირი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეთანხმდნენ რომ ქვეყანას 3 წლის განმავლობაში ახალი ფინანსური დახმარება მიეცემოდა, რომლის მოცულობაც 85 მილიარდი დოლარია. საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების 86 მილიარდ დოლარიანი მესამე რაუნდი იმ პირობით შედგა, რომ საბერძნეთი შეამცირებს ხარჯებს და გაატარებს რეფორმებს, როგორიცაა საპენსიო რეფორმა, საგადასახადო რეფორმა და პრივატიზაცია. დეკემბერში ციპრასმა საერთაშორისო სავალუტო ფონდი არარეალური პირობების მოთხოვნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სურს სავალუტო ფონდიდან გასვლა მესამე რაუნდის მიმდინარეობისას, თუმცა მოგვიანებით შეთავაზებულ პირობებს მაინც დათანხდმდა.
უკან დაბრუნება
709ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი