შაბ, 25 თებერვალი
შაბ, 25 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
25.03.2016 | 16:20

ალის ფეირინგის ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი, Forbes-ის ხუთეულში მოხვდა

კატეგორია: ბიზნესი
"ბრუკლინური კოქტეილი და ქართული ღვინო", - ასე ეწოდება ჟურნალ Forbes-ის სტატიას, რომელშიც ალკოჰოლურ სასმელებზე დაწერილი 5 საუკეთესო წიგნია მიმოხილული.
 
Forbes-ი წერს, რომ ალის ფეირინგის წიგნი ერთ-ერთი საუკეთესო გზამკვლევია ღვინის მოყვარულებისთვის. გამოცემა აღნიშნავს, რომ ავტორმა საქართველოში მოგზაურობისას, ის ადამიანიც გაიცნო ვინც ღვინოს სტალინისთვის ამზადებდა.

"კომუნისტური წესების შემდეგ, საქართველო თანამედროვე ღვინის სამყაროსთან ადაპტაციას ახდენს", - ვკითხულობთ სტატიაში.

"ღვინის სიყვარულით: ჩემი ოდისეა მსოფლიოში ღვინის უძველეს კულტურაში" - ამ სათაურით წიგნი ალის ფეირინგმა, საქართველოში მოგზაურობის შემდეგ დაწერა.

წიგნი ცოტა ხნის წინ გამოიცა და მისი შეძენა ამაზონზეა შესაძლებელი. ბოლო 5 წლის განმავლობაში, ალის ფეირინგი საქართველოში შვიდჯერ იყო. მისი პირველი ვიზიტი 2011 წელს, ქვევრის სიმპოზიუმზე შედგა, რომელიც ალავერდში ჩატარდა.

WSJ: ნიუ-იორკელი ღვინის მოყვარულის წიგნი საქართველოზე და ოდისეა ღვინის უძველეს კულტურაზე
უკან დაბრუნება
545ნახვა
ალის ფეირინგის ქართულ ღვინოზე დაწერილი წიგნი, Forbes-ის ხუთეულში მოხვდა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი