კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 14:53

ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2015 წელს, $100,2 მილიარდის მოგება მიიღო

კატეგორია: მსოფლიო
ამერიკის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2015 წელს, $100,2 მილიარდის მოგება მიიღო
 
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2015 წელს 100,2 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

თავად ფედერალური სარეზერვო სისტემის ინფორმაციით, მოგების თითქმის სრული ნაწილი სარეზერვო ბანკის მიერ შესყდული ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული შემოსავალია.

დაზუსტებული ხარჯები და შემოსავლები მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნდება. შტატების ხაზინა წმინდა მოგებას გასული წლის მონაცემებისას 97,7 მილირდი დოლარით და ჭარბი კაპიტალის მოცულობას, 19,3 მილიარდი დოლარით აფიქსირებს. 2014 წელს ბიუჯეტმა 96,6მილიარდი დოლარის მოგება მიიღო, ჭარბი კაპიტალი კი არ დაფიქსირებულა.

ფედერალური სარეზერვო სისტემის საოპერაციო დანახარჯმა 3,9 მილიარდი შეადგინა, ბანკნოტების გამოშვებამ და უტილიზაციამ _689 მილიონი დოლარის მოცულობა დააფიქსირა, დირექტორთა საბჭოს დანახარჯი გასულ წელს 705 მილიონი დოლარი იყო.
უკან დაბრუნება
289ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი