კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 10:59

ანაკლიის პორტის ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიებისთვის, საბოლოო წინადადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება

კატეგორია: ბიზნესი
საქართველო-ჩინეთს შორის, თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იანვარში გაიმართება. დიმიტრი ქუმსიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდება. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტისას ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა ანაკლიის პორტიც იყო. მისი თქმით, 14 დეკემბერს იწურება ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე ორი კომპანიისთვის საბოლოო შეთავაზებების წარდგენის ვადა და კომისია გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს.
 
„რეგიონში ჩვენ ვიქნებით პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთთან ოფიციალურად გახსნის ამ მოლაპარაკებებს, რაც არის ძალიან მისასალმებელი, რომ ჩინეთი თვითონ არის ჩვენთან ერთად ძალიან მონდომებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი თბილისში იანვარში გაიმართება და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდეგი წლის მანძილზე ამ მოლაპარაკებებს დავხურავთ. ასევე ჩვენ შევთანმხდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ტურიზმის მიმართულებით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ჩანაწერი გაკეთდა არის ანაკლიის პორტი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩინეთის მხარე მიესალმება და აქვს ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ.

14 რიცხვში მთავრდება ბოლო და საუკეთესო შემოთავაზებების შემოტანა კონსორციუმების მხრიდან, ხოლო შემდეგ გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლების მოპოვებას ამჟამად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და "ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის კონსორციუმი" ცდილობს. პირველი კონსორციუმი "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააარსა ამერიკულ კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად, ხოლო კონკურენტ კონსორციუმში გაერთიანებული არიან ბიზნესმენ თემურ ქარჩავას "ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი" და ჩინური სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინა".
უკან დაბრუნება
282ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი