შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 18:02

ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია, შესაძლოა მომავალ კვირას გამოვლინდეს

კატეგორია: ბიზნესი
ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია, შესაძლოა მომავალ კვირას გამოვლინდეს. ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი იმედოვნებს, რომ 9-10 დეკემბერს ჩინეთში დაგეგმილი საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პარალელურად, ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანიის ვინაობაც გახდება ცნობილი. მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვის ფინალურ ეტაპზე გადასულ ორ კომპანიას გარკვეული ვადა აქვთ მიცემული, საბოლოო და საუკეთესო წინადადებების წარსადგენად.
 
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლების მოპოვებას ამჟამად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და "ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის კონსორციუმი" ცდილობს. პირველი კონსორციუმი "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააარსა ამერიკულ კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად, ხოლო კონკურენტ კონსორციუმში გაერთიანებული არიან ბიზნესმენ თემურ ქარჩავას "ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი" და ჩინური სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინა".
უკან დაბრუნება
296ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი