შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 17:45

ანაკლიის პორტის ტენდერში მონაწილე კომპანიების წინადადებებს სამთავრობო კომისია დღეს გაეცნობა

კატეგორია: ბიზნესი
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით წინადადებების მიღება დღეს დასრულდება და პრეტენდენტების შესახებ ვინაობა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ სამთავრობო კომისიაზე გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტრომ პორტის პროექტზე ინტერესთა გამოხატვა 2014 წლის აგვისტოში გამოაცხადა.
 
"დღეს ვნახავთ რა წინადადებები შემოგვიტანეს პრეტენდენტებმა. ჩვენ ონლაინში გავჭრით ამ კონვერტებს და ვნახავთ წარმოადგინეს მათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია, თუ არა", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების უფლების მოპოვებას ამჟამად "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და "ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის კონსორციუმი" ცდილობს. პირველი კონსორციუმი "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დააარსა ამერიკულ კომპანია "კონტი ჯგუფთან" ერთად, ხოლო კონკურენტ კონსორციუმში გაერთიანებული არიან ბიზნესმენ თემურ ქარჩავას "ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი" და ჩინური სახელმწიფო კომპანია "ფაუერ ჩაინა".
უკან დაბრუნება
245ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი