შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.12.2015 | 10:52

არჩილ მამათელაშვილი: ელექტროენერგიის ტარიფებზე ზრუნვა მთავრობის ფუნქცია არ არის

კატეგორია: ეკონომიკა
ინტერვიუ ენერგეტიკოს, არჩილ მამათელაშვილთან.

- სწორია თუ არა ის კურსი, რომელიც მთავრობას ენერგეტიკის დარგში აქვს არჩეული?
- ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელსაც მთავრობა ახორციელებს, დიდწილად იმის გაგრძელებაა, რაც 2005-2006 წლებში დაიწყო. იმისთვის, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი იყოს, აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ რესურსების ათვისებაზე, რომლებიც საქართველოს აქვს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობა, თავისუფალი ბაზრის პრინციპები და მათი განვითარება. ეს პროცესი უნდა განვითარდეს. ენერგეტიკული ბაზარი უნდა შეიქმნას. ელექტროსისტემის სტაბილურობა, მისი გადამცემი ხაზების ექსპორტ-იმპორტი უნდა გაიზარდოს. ეს პროცესი უნდა დაჩქარდეს. იმიტომ, რომ ინვესტორები, რომლებიც ამ სფეროთი ინტერესდებიან უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს და მათ ინვესტიციისთვის კარგი, კონკურენტუნარიანი პირობები შეექმნებათ.

- როგორ აფასებთ იმ პოლიტიკას, რომელიც 2013 წელს გატარდა, როდესაც ტარიფები შემცირდა და ახლა, როდესაც ეს ტარიფები პირიქით გაიზარდა?

- ტარიფები აუცილებლად საბაზრო უნდა იყოს. არ არის საჭირო ტარიფების ხელოვნურად გაზრდა-შემცირება. უფრო მეტს ვიტყვი - არანაირი ფუნქცია არ არის მთავრობის, რომ ტარიფებზე იზრუნოს და პირობები გასცეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებული კანონმდებლობით, მთავრობას არ შეუძლია ტარიფების შემცირება და გაზრდა. ამას მარეგულირებელი კომისია ადგენს და გასცემს. ენერგეტიკაც ისეთივე სექტორია, როგორც სხვა ნებისმიერი, ამიტომ თუ არასაბაზრო მიდგომები იქნება, მაშინ ეს დარგი ვერ განვითარდება. ამ შემთხვევაში, დარგის შესანარჩუნებლად ფულის გადახდა მოუწევთ გადასახადის გადამხდელებს, - მთავრობის დაპარიბები არის გადამხდელების გადასახადის ხარჯზე. ვინც ამ პრინციპებიდან გადაუხვევს არ არის სწორი და საბოლოო ჯამში ქვეყნისა და დარგისთვის უარყოფით შედეგს მოიტანს.

- ახსენეთ, რომ საქართველო ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა უნდა იყოს. თუმცა, ენერგობალანსს თუ ჩავხედავთ ბოლო სამი წლის მანძილზე იმპორტი ექპორტს აჭრბებს. როგორ ფიქრობთ, ამის ძირითადი მიზეზი რა არის?

- ამის მიზეზეზია ის, რომ მოხმარება გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე მოხმარება არც თუ ისე მაღალია, თუ სხვა ქვეყნებს შევადარებთ. ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ენერგორესურსები და მათ შორის, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება. შესაბამისად, საქართველოში მომავალში ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ გაიზრდება.

- რა მიმართულება უნდა ავიღოთ დავუშვათ ელექტროწყაროების დივერსიფიკაციის თვალსარზისით. საუბარი იყო ’’გაზპრომზე’’, სამხრეთის კორიდორის უფრო მეტად დატვირთვაზე, თურქმენეთსა და ირანზე... საქართველო რა მიმართულებით უნდა წავიდეს?

- გლობალური მიმართულებით თუ წავალთ აქ ორი მიმართულებაა. ერთი ის, რომ ენერგეტიკის სექტორმა ათი წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა და ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, დღემდე მიმდინარეობს. ფიქლური გაზიდან, ფიქლური ნავთობიდან სხვა განახლებული ენერგეტიკის საშუალებით ელექტროენერგეტიკის სექტორზეც გადავა . რაც შეეხება, ’’გაზპრომს’’ თურქმენეთსა და ირანს აქ გეოპოლიტიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია. პირველია ეკონომიკური ფაქტორები და ზოგიერთ შემთხვევაში აღარც სჭირდებათ. უკვე გათხევადებული გაზის გადატანა კონტეინერების საშუალებით ძალიან ადვილია. შეიძლება ისეთი ძვირადღირებული პროექტების განხორციელება, რომლებსაც პოლიტიკური რისკები ახლავს საერთოდ მიზანშეწონილიც არ იყოს.

- საქართველოს იმ პოტენციალის გამოყენება შეუძლია, რაც ამ მარშუტების შემთხვევაში ნამდვილად იკვეთება?

- თუ პროექტები განხორციელდა, საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა გამოიყენოს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ საქართველო აქ ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი იყოს. შეიძლება "გაზპრომს" საქართველომდე სხვა მიზეზები და ინტერესებიც ჰქონდეს. გარდა იმისა, რომ ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს და მოგება მიიღოს, მაგრამ მისთვის შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს თურქეთსა და აზერბაიჯანზე გარკვეული გავლენა მოახდინოს.

- "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ დიდი ჰესები არ უნდა აშნებულიყო, დიდი ჰესები უნდა აშენდეს თუ არა?

-თუ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოს დიდი ჰესები დასჭირდება და ვფიქრობ, რომ დიდი ჰესები აშენდება. მთავარია ყველაფერი სწორად გაკეთდეს.
უკან დაბრუნება
278ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი