კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
04.12.2015 | 10:48

არჩილ მესტვირიშვილი: ფასების სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება

კატეგორია: საფინანსო სექტორი
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში ფასების სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც არჩილ მესტვირიშვილმა „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ინფლაცია კონტროლის ფარგლებშია, გაკვეული გადახრები კი მისი თარგეთრების რეჟიმის დამახასიათებელია.
 
"ინფლაცია არის კონტროლის ფარგლებში. გადახრები ყოველთვის იქნება და ეს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დამახასიათებელია, ფასების სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია უნდა იყოს მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს. ჩვენ თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, ჩვენი და საერთაშორისო ორგანიზაციების აზრით, ჩვენ ამას წარმატებით ვართმევთ თავს და მომავალშიც გავართმევთ", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ნოემბერში 2014 წლის ნოემბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 6,3 პროცენტი შეადგინა. წლიური ინფლაცია 50 თვის მაქსიმუმზეა, ბოლოს ასეთ მაღალ ნიშნულზე ინფლაციის დონე 2011 წლის აგვისტოში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 7,2 პროცენტი იყო. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის სამიზნე ინფლაცია 2015-2016 წლებისთვის, 5 პროცენტია. ოქტომბერში წლიური ინფლაცია 5,8 პროცენტი იყო.
უკან დაბრუნება
363ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი