შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
13.01.2016 | 14:22

ავსტრიული "ალფამედიკ კონსორციუმი" თბილისში სამი კლინიკის განვითარების წინადადებებს წარმოადგენს

კატეგორია: ბიზნესი
სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტთან დაკავშირებით ავსტრიულმა „ალფამედიკ კონსორციუმმა“ (AlphaMedic Consortium), საპარტნიორო ფონდსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებთან ერთად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მისი მოადგილე ვალერი კვარაცხელია ესწრებოდნენ. ავსტრიულ მხარეს AlphaMedic Consortium-ის აღმასრულებელი დირექტორი კატერინა გომენუკი, კონსორციუმის კონსულტანტი კომპანიის KPMG-ის წარმომადგენელი ერიხ ზევანგერი და სხვა პირები წარმოადგენდნენ. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი „ალფამედიკ კონსორციუმის“ და შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ავსტრიული მხარის წინადადებებზე იმუშავებს. საპარტნიორო ფონდმა კონსულტანტ კომპანია „გლობალური ალიანსთან“ (Global Alliance for Health and Social Compact) ერთად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო კლინიკების განვითარების პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განახორციელა. კვლევის საფუძველზე სამთავრობო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროგრამის ფარგლებში, მთავრობის მიერ გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილე სამი კომპანიიდან გამარჯვების პრეტენდენტი „ალფამედიკ კონსორციული“ გახდა. სატენდერო პირობების თანახმად, გამარჯვებულ კომპანიას ეკისრება ვალდებულება, საჯარო და კერძო პარტნიორობის ფორმატში, მოიზიდოს ინვესტიციები და განახორციელოს სამედიცინო კლინიკების განვითარების კონცეფცია. ასევე საქართველოს მასშტაბით განავითაროს მაღალტექნოლოგიური მეთოდებით და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი ამბულატორიული ქსელი.
 
სამედიცინო კლინიკების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევა მოიცავს შპს „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს“; ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებულ უძრავი ქონებას და სს „უნივერსალურ სამედიცინო ცენტრს.“ (ყოფილი ონკოლოგიის ცენტრი).
უკან დაბრუნება
394ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი