შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
07.12.2015 | 09:23

ახალგაზრდების უმუშევრობის დონით, საქართველო 30-ე ადგილზეა

კატეგორია: ეკონომიკა
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოცემა „ბიზნეს ინსაიდერმა“ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი უმუშევრობას განიცდის. რეიტინგი 47 ქვეყნისგან შედგება. სიაში პირველი ადგილი საბერძნეთს უჭირავს, სადაც ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ 64,8 პროცენტს მიაღწია. მეორე ადგილს ბოსნია და ჰერცოგოვინა იკავებს 60,2 პროცენტით, მესამეს კი 58,2 პროცენტით ესპანეთია. ევროპულ ქვეყნებს შორის სიაში ასევე მოხვდა საფრანგეთი, უნგრეთი და პოლონეთი
 
საქართველოში ახალგაზრდების უმუშევრობის დონემ გასულ წელს 31,5 პროცენტი შეადგინა. ქვეყანა რეიტინგში 30-ე ადგილზე, იოდანიასა და ნომენიკის რესპუბლიკას შუაშია მოხვედრილი. საქართველო რეიტინგში უსწრებს ალბანეთს, სლოვაკეთს, იამაიკას ერაყს, პორტუგალიას და ესპანეთს.

რაც შეეხებათ რეგიონის სხვა ქვეყნებს, სომხეთი რეიტინგში მე-14-ე ადგილზეა. ქვეყანაში დაუსაქმებელი ახალგაზრდები წილი 40 პროცენტს აჭარბებს.
უკან დაბრუნება
322ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი