ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.12.2015 | 10:43

ახალი გუდაურის განვითარებაში 150 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადება იგეგმება

კატეგორია: ბიზნესი
ახალი გუდაურის გენერალური განვითარების პროექტი განიხილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ცალკეული სამთავრობო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის კვლევასთან ერთად, კომპანია "რეზორტ დეველოპმენტის" დაკვეთით, სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა კანადურმა კომპანიამ „ეკოზაინმა“ და საკონსულტაციო კომპანია "EY"-მ მოამზადეს.
 
"შეხვედრაზე "რეზორტ დეველოპმენტისა" და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს როგორც საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალზე, ისე უშუალოდ ახალი გუდაურის განვითარებაზე. აღნიშნულ კურორტზე „რეზორტ დეველოპმენტი“ უძრავ ქონებას ფლობს და გეგმავს ინვესტიციის განხორციელებას. კომპანიამ კვლევა ჩაატარა 8 ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, თურქეთსა და საქართველოში.

მათი ინფორმაციით, საქართველოს სამთო კურორტების პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანა მიიღებს 300 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს ყოველწლიურად. რაც შეეხება ახალ გუდაურს, დაგეგმილია 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ეტაპობრივი დაბანდება. ამასთან, პირველ ეტაპზე, ეს თანხა 40 მილიონი აშშ დოლარი იქნება", - განმარტავენ სამინისტროში.

"ჩვენ კერძო სექტორთან ერთად შევეცდებით, რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული პროექტის განხორციელება. ეს მოგვცემს ახალ სამუშაო ადგილებს და გუდაურის კურორტის შემდგომ განვითარებას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დამსვენებლებს შევთავაზოთ უფრო ხარისხიანი და ახალი სერვისები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
უკან დაბრუნება
252ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი