ოთხ, 07 დეკემბერი
ოთხ, 07 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.12.2015 | 13:17

ახალი პრემიერი საზოგადოების და ბიზნესის წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს

კატეგორია: ბიზნესი
ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სურვილი უზრუნველვყოთ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
 
დღეს საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობით პირველ სხდომა იმართება, რომელსაც პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. გიორგი კვირიკაშვილი გეგმავს, უახლოეს მომავალში შეხვდეს საზოგადოების სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების წარმომადგენლებს.

"უახლოეს მომავალში დავიწყებთ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან. მინდა, ვთხოვო ბიზნესომბუდსმენ გიორგი გახარიას, რათა უახლოეს მომავალში გაუკეთოს ორგანიზება შეხვედრას საქმიან წრეებთან. მინდა, რომ შეხვედრაზე იყვნენ არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესმენები, არამედ მოვიწვიოთ ახალი სახეები, ძალიან ბევრი ახალი მეწარმე და ბიზნესმენია და მინდა მათ შევხვდე. ასევე, უახლოეს დღეებში შევხვდებით არასამთავრობო სექტორს და მოვისმენთ მათ წინადადებებს, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი მუშაობა უფრო ეფექტიანი და გამჭვირვალე", – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
უკან დაბრუნება
215ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი