შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.12.2015 | 16:12

ბალტიისპირეთი რუსული ელექტროენერგიისგან თავისუფლდება

კატეგორია: მსოფლიო
ლიტვასა და პოლონეთს შორის ენერგოდამაკავშირებელი ხიდი ამუშავდა, რის შემდეგაც ბალტიისპირეთი ელექტრონერგიის მიღებას უკვე ევროკავშირიდან შეძლებს და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას წერტილს დაუსვამს.
 
ბალტიისპირეთი ენერგოდამაკავშირებელი ხიდით უკვე პოლონეთს დაუკავშირდა. ევროკავშირმა ელექტროენერგიის კაბელებში 1,1 მილიარდი ევრო გადაიხადა, იმისთვის, რომ ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა უზრუნველყოფილი იყვნენ ელექტროენერგიით. "როგორც კი შვედეთი ჩაერთვება ელექტროდამაკვშირებელი ხიდის მუშაობაში, ბალტიისპირეთის დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებთან შეწყდება", - იუწყება Bloomberg-ი.

ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა, როკას მასიულისმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი გეგმავენ კიდევ ერთი ხიდის აგებას ევროკავშირის მხრიდან, რადგანაც ისინი ევროპიდან არა მხოლოდ ელექტროენერგიის მიწოდებით იყვნენ უზრუნველყოფილი, არამედ ევროკავშირის ენერგოსისტემის სრული ნაწილი გახდნენ. მისივე თქმით, რუსეთმა წინა კვარტალში ვერ უზრუნველყო საჭირო ელექტროენერგიით ლიტვა. გასულ წელს ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში საერთო ელექტროენერგიის დეფიციტმა 25 პროცენტს გადააჭარბა.
უკან დაბრუნება
227ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი