კვი, 11 დეკემბერი
კვი, 11 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.12.2015 | 10:40

Bank of China-მ 137 თანამშრომელი კომუნისტური პარტიის დისციპლინის დარღვევისთვის დასაჯა

კატეგორია: მსოფლიო
ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, Industrial & Commercial Bank of China-მ, 137 თანამშრომელი დასაჯა ჩინეთის კომუნისტური პარტიის დისციპლინის დარღვევისთვის. ბანკის თანამშრომლებს დარღვევებში ჩაუთვალეს კერძო ბიზნესის წარმოება და საჩუქრების მიღება. 14 თანამშრომელი პარტიიდან გაირიცხა და ბანკში პოსტის დატოვება მოუწია, ხოლო დანარჩენს მხოლოდ გაფრთხილებები მისცეს.

მასშტაბური შემოწმებები ბანკებში კომუნისტური პარტიის ანტიკორუფციული კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა. ICBC-ის თანამშრომლებში გამოვლენილ დარღვევებს შორისაა: თანამშრომლების მონაწილეობა ტურისტულ მოგზაურებებში, რომლებიც კლიენტების მიერ იყო ორგანიზებული; საკუთარი ბიზნესის გახსნა; საჩუქრების მიღება დაქვემდებარებული თანამშრომლებისგან საქორწილო ან დაკრძალვის ცერემონიებთან დაკავშირებით. ანტიკორუფციულმა კომისიამ 5 მსხვილი სახელმწიფო ბანკი შეამოწმა და ასევე იგეგმება ჩინეთის სახალხო ბანკის, სივერენული ფონდი China Investment Corp-ის და სხვა ორგანიზაციების, ჯამში 31-ის შემოწმება.
უკან დაბრუნება
245ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი