შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
30.11.2015 | 12:25

ბანკები, ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშგებებს, "სებსტატის" მეშვეობით განახორციელებენ

კატეგორია: საფინანსო სექტორი
2015 წლის ნოემბრის თვის ანგარიშგებიდან დაწყებული, კომერციული ბანკები ვალდებულები არიან ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებები "სებსტატის" ვებგვერდის მეშვეობით განახორციელონ. ბრძანება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა 26 ნოემბერს გამოსცა და ის 27 ნოემბრიდან ძალაშია. "სებსტატი" ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემაა და კომერციულ ბანკებს ევალებათ ამ სისტემის საანგარიშგებო პრაქტიკაში დანერგვა შესაბამისი სახელმძღვანელოს თანახმად. „სებსტატის“ კონცეფცია ეფუძნება სტატისტიკურ მონაცემთა სტრუქტურის აღწერას კლასიფიკატორების, კოდების სიების გამოყენებით და მოიცავს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებს საბანკო სექტორის ყოველდღიური ფინანსური მაჩვენებლების, უცხოური ვალუტით ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების, ფულადი გზავნილების და საგადასახადო ბარათების მაჩვენებელთა შესახებ.
უკან დაბრუნება
281ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი