შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
20.01.2016 | 22:22

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მოდერნიზაციისთვის BP 50 მილიონ დოლარს დახარჯავს

კატეგორია: ეკონომიკა
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გარკვეული მონაკვეთების მოდერნიზაციისთვის და ეკოლოგიური სტანდარტების გაუმჯობესებისთვის კომპანია BP 50 მილიონ დოლარს დახარჯავს – პროექტის დეტალები კომპანია BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რობერტ დადლიმ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განიხილეს. შეხვედრა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, რობერტ დადლიმ ქართულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომელსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ცვალებადობის მიუხედავად, სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის მშენებლობის პროექტი გრაფიკის მიხედვით ხორციელდება და 2018 წელს დასრულდება. პროექტის მიმდინარეობის პერიოდში 2000 ადამიანია დასაქმებული.
უკან დაბრუნება
195ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი