შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
10.01.2016 | 11:36

ბერძნები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

კატეგორია: მსოფლიო
ბერძნები საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. ათასობით სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ბერძენი აფინის ცენტრალურ ქუჩაში აქციაში მონაწილეობისთვის გამოვიდა, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ დაგეგმილ საპენსიო რეფორმას აპროტესტებდა. დაახლოვებით ასი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, რომელიც პრემიერ მინისტრის ალექსის ციპრასის ადმინისტრაციის წინ გაიმართ და სკანდირებდნენ "რეფორმები - ეს არის გილიოტინა საპენსიო სისტემისათვის“. პოლიციამ აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა. „ხელისუფლებამ ბოროტად იხუმრა დასაქმებულებთან რეფორმებით, იმის იმედით რომ უკეთეს გარემოს შექმნიდა დასაქმების დაბალი მაჩვენებლის მქონე საზოგადოებისთვის. მაგრამ პენსიონერები ჩვენს განწყობებს იზიარებენ," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილე 74 წლის ბაბის კატისმა.

ბოლოს შემუშავებული გეგმის მიხედვით, საპენსიო რეფორმა ქვეყნის 6 ძირითადი საპენსიო ფონდის გაერთიანებას ითვალისწინებს, რომელიც შემდეგ 30%-ით შემცირდება. გადახდების ქვედა ზღვარი 384 ევროს ადგენს, მაქსიმალურს კი 2,3 ათას ევროს. საშუალო პენსია თვეში დაახლოებით 850 ევრო იქნება.
უკან დაბრუნება
204ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი