კვი, 26 მარტი
კვი, 26 მარტი
ახალი ამბები:
ENG
10.01.2017 | 15:10

ბიზნესდავების სპეციალიზებული კომერციული პალატების დაფუძნებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა

ავტორი: ანი ჯოხაძე
კატეგორია: ბიზნესი, კანონმდებლობა
ბიზნესდავების სპეციალიზებული კომერციული პალატების დაფუძნებასთან დაკავშირებით პარლამენტი კანონპროექტზე ჯერ არ მუშაობს. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტს 2017 წლის პირველ ნახევარში გადაეგზავნება.

შეგახსენებთ, რომ 25 ოქტომბერს გაიმართა კერძო სამართლის რეფორმის განმახორციებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა, სადაც განხილული იქნა სპეციალიზებული კომერციული პალატების საკითხი. სხდომას საბჭოს თავჯდომარე, მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა.

„რეფორმის მიზანი მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას; ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას“, - განმარტავდნენ უწყებაში.

სპეციალიზებული პალატის შექმნის პროცესს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს, კონსულტაციას კი უწყებას შპს „Dechert Georgia“ გაუწევს, რომელიც საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული კომპანია „დეკერტის“ ფილიალია.
უკან დაბრუნება
211ნახვა
ბიზნესდავების სპეციალიზებული კომერციული პალატების დაფუძნებასთან დაკავშირებით კანონპროექტზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი