შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
14.12.2015 | 19:30

BofA-მ $1/168 რუბლი კურსი დაუშვა

კატეგორია: მსოფლიო
ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Bank of America Merrill Lynch-ის (BofA) ექსპერტები რუსეთის ეროვნული ვალუტის აშშ დოლარის მიმართ 168 რუბლამდე გაუფასურებას უშვებენ, - წერს РБК ბანკის ანგარიშზე დაყრდნობით.
 
BofA -ს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებაზე წასვლა მოუწევს, რათა ბიუჯეტის დეფიციტის რისკი აიცილოს თავიდან. რუსეთის ცენტრალური ბანკის ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, თუ ბარელი ნავთობის ფასი $35-მდე შემცირდა, ბიუჯეტის მშპ-ის მიმართ 3%-იანი დეფიციტის შესანარჩუნებლად, აშშ დოლარი 94 რუბლი უნდა ღირდეს.

ამერიკული ბანკის შეფასებით კი, თუ ბარელი ნავთობის ფასი $30-მდე დაეცა, ბიუჯეტის უდეფიციტო დონეზე გასასვლელად დოლარი 168 რუბლი უნდა ღირდეს, ხოლო დეფიციტი რომ მშპ-ის 3% იყოს - 105-120 რუბლი.

თუმცა, ეს ამერიკული საინვესტიციო ბანკის ყველაზე რადიკალური პროგნოზია. BofA-ს მთავარი ეკონომისტი რუსეთში და დსთ-ის ქვეყნებში, ვლადიმერ ოსაკოვსკი ფიქრობს, რომ ყველაზე მეტად სავარაუდოა ბარელი ნავთობი $50 ღირდეს და $1/65 რუბლი.
უკან დაბრუნება
254ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი