შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.01.2016 | 17:12

ჩაქვში მექანიზაციის სერვისცენტრი გაიხსნა

კატეგორია: ბიზნესი
ქობულეთის მუნიციაპალიტეტის დაბა ჩაქვში შპს "მექანიზატორის" ახალი სერვისცენტრი გაიხსნა. 7200 მ2 ტერიტორიაზე მოეწყო 48 ერთეულ ტრაქტორზე გათვლილი მსუბუქი კონსტრუქციის სადგომები, აგრეგატებისა და სათადარიგო ნაწილების საწყობები, ბოქსები, სამრეცხაო, ვულკანიზაცია, სახარატო. აშენდა სერვისცენტრის ადმინისტრაციული შენობაც, სადაც ოფისი, საკონფერენციო დარბაზი, სასადილო და სველი წერტილები მოეწყო.
 
ახალი სერვისცენტრი საქართველოს სოფლის მეურენობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ზაურ ფუტკარძემ გახსნეს.

ამ ეტაპზე, ჩაქვის სერვისცენტრში მობილიზებულია 28 ერთეული ტრაქტორი და 85 ერთეული აგრეგატი. ცენტრი ქედის, ქობულეთის, შუახევის, ხელვაჩაურის და ხულოს მუნიციპალიტეტებს, ასევე ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს მოემსახურება.

შპს „მექანიზატორი“ საქართველოს მასშტაბით უკვე ფლობს 13 სერვისცენტრს, სადაც თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაა მობილიზებული და ფერმერებს ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ. ,,მექანიზატორის“ ტექნიკით შესაძლებელია ყველა სახის აგროოპერაციის შესრულება.
უკან დაბრუნება
184ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი