შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 10:15

ჩინეთი უკანონო კაპიტალის ქვეყნიდან გატანის რეიტინგში ლიდერია

კატეგორია: მსოფლიო
Global Financial Integrity-ს კვლევების მიხედვით უკანონო კაპიტალის ქვეყნიდან გატანის რეიტინგში უდავო ლიდერი, წელიწადში უკანონო კაპიტალიზაციის 140 მილიარდ დოლარიანი მაჩვენებლით, ჩინეთია. რუსეთი მყარ მეორე ადგილს ინარჩუნებს. Global Financial Integrity-მ ანგარიში "კაპიტალის უკანონო გატანა განვითარებადი ქვეყნებიდან" ოთხშაბათს გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რუსეთში კაპიტალის არალეგალური გატანები წელიწადში დაახლოვებით 105 მილიარდი დოლარია. ეს მაჩვენებელი ორჯერ მეტია ვიდრე მაგალითად მექსიკაში, რომელიც მესამე ადგილს იკავებს. ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ევროპულ განვითარებად ქვეყნებში უკანონო ფულადი ნაკადების მოცულობა 25%-ს მცირედით აჭარბებს. ამავე დროს რუსეთი რჩება რეგიონში ერთადერთ ქვეყანად, რომელიც GFI-ის ტოპ ათეულში ადგილს წლებია ინარჩუნებს. ის სიის სათავეშიც იყო, 2008 წელს 107,8 მილიარდით და 2011 წელს 183,5 მილიარდი დოლარის უკანონო კაპიტალით. ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია Global Financial Integrity განვითარებადი ქვეყნებიდან უკანონო ფინანსური ნაკადების მოძრაობის შესწავლაზეა ფოკუსირებული. ორგანიზაცია დაკვირვებასთან ერთად ფულის უკანონო ბრუნვის შემცირების სხვადასხვა რეკომენდაციებსაც გასცემს.
უკან დაბრუნება
170ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი