ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
02.12.2015 | 14:14

ჩინური კორპორაცია, "China Shipping"-ი, საქართველოში საქმიანობას გააფართოვებს

კატეგორია: ეკონომიკა
ჩინური კორპორაცია, China Shipping-ი, რომელიც 80 საერთაშორისო და ადგილობრივი მარშრუტის გავლით, მსოფლიოს 180-ზე მეტ პორტშია წარმოდგენილი, საქართველოში საქმიანობის გაზრდას გეგმავს.
 
კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს, აგრეთვე საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობა კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. ამის შედეგად, საზღვაო გადაზიდვების სფეროში მომსახურების ფართო სპექტრი და ხარისხი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 9-10 დეკემბერს ჩინეთში საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთიდან ტვირთის გატარების საკითხი. ასევე კომისიაზე ოფიციალურად გაიხსნება მოლაპარაკების პროცესი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
უკან დაბრუნება
351ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი