შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.12.2015 | 11:57

Clearstream-ი საქართველოში პირველ საფინანსო ხაზს 11 იანვარს გახსნის

კატეგორია: საფინანსო სექტორი
საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი Clearstream-ის ბანკი საკუთარ ქსელს აფართოვებს. პირველ საფინანსო ხაზს კომპანია საქართველოში 2016 წლის 11 იანვარს გახსნის, შედეგად Clearstream-ი შეძლებს საქართველოს მთავრობას "საქართველოს ბანკის" მეშვეობით ობლიგაციები შესთავაზოს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა - ლარი Clearstream ბანკში არსებულ საანგარიშსწორებო ვალუტების ჩამონათვალს გასულ თვეს დაემატა. კომპანიისთვის საქართველო 55-ე შიდა ბაზარი იქნება. Clearstream-ი საქართველოს შემდეგ, შესვლას სომხეთის ბაზარზეც გეგმავს. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში შემოსვლა კავკასიის რეგიონში გაფართოვებას ისახავს მიზნად.
 
Clearstream-ი საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია (ICSD). იგი საერთაშორისო ბაზარზე ემსახურება 2,500 აბონენტს 110 ქვეყანაში პოსტ-სავაჭრო ინფრასტრუქტურისა და ფასიანი ქაღალდებით მომსახურების სფეროში.

"ეს არის ძირითადი ეტაპი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. ახალი ხაზი დაეხმარება საქართველოს იმუშავოს როგორც საერთაშორისო პლათფორმამ. საქართველოს ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენ ველოდებით რომ აღნიშნულის შემდეგ უცხოელი ინვესტორების დაინტერესება საქართველოს მიმართ გაიზრდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.
უკან დაბრუნება
378ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი