ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
23.12.2015 | 20:34

დავით უსუფაშვილი: ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში

კატეგორია: კანონმდებლობა
ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი სავარაუდოდ მომავალ კვირაში დასრულდება, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მანვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურებიც განმარტა და აღნიშნა, რომ ყველა მინისტრი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს საქმიანობას.
 
"მე მინდა ხაზი გავუსვა რომ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად კოალიცია 4 წელია იბრძვის და მას მადლობა მინდა მოვახსენო გაწეული სამსახურისთვის. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდგომ, მთავრობა ითვლება გადამდგარად. საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს სთხოვს და ავლებს რომ მოვალეობა დააკისროს ამავე მთავრობას. სულ ცოტა ხანში იქნება პრეზიდენტის აქტი გამოქვეყნებული და პრეზიდენტი უფლება-მოვალეობას აკისრებს ამავე მთავრობას, ამავე მინისტრებს, ამავე პრემიერს. ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები, მინისტრები გააგრძელებენ ქვეყნის მართვას. მათ აქვთ პარლამენტის ნდობა და მათ ეს ნდობა ექნებათ მანამ სანამ, საქართველოს პარლამენტი ახალ მთავრობას არ შექმნის.

ქვეყანა იმართება და პროცესები წარიმართება შეუფერხებლად, ყველა მინისტრი გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

ახლა საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი და წარუდგინოს პრეზიდენტს უახლოესი 1 კვირის განმავლობაში. ალბათ პარასკევს ვიმსჯელებთ ამ თემაზე.

რაც შეეხება ნდობის გამოცხადების საკითხს ეს პროცესი ჩემი აზრით დასრულდება ახალ წლამდე“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უკან დაბრუნება
222ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი