შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 16:10

დავით ხუციშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დავით ხუციშვილი დაინიშნა. დავით ხუციშვილს 2013 წლის ნოემბრიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
 
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დავით ხუციშვილს აქვს მიღებული უმაღლესი ეკონომიკური განათლება. მას დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით. მოგვიანებით, დავით ხუციშვილმა ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირების კურსი დაასრულა.

1996 – 2012 წლებში დავით ხუციშვილს წამყვანი ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა სხვადასხვა კერძო კომპანიებში, მათ შორის, საბანკო-საფინანსო ორგანიზაციებში.
უკან დაბრუნება
244ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი