შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 11:32

დეკემბერში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა 4,8 პროცენტით გაიზარდა

კატეგორია: ბიზნესი
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4 203 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.0% - არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).
 
„დეკემბრის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (16.8%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (4.8%-ით) შედარებით. 2015 წლის დეკემბრის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 16.4%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 28.0%-ით გაიზარდა.

აღნიშნული ტენდენციისგან განსხვავებით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით დაფიქსირდა სამეწარმეო სუბიექტების რაოდენო-ბის ზრდა 5.8%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის კლება 17.9%-ით. დეკემბრის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2 252 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 53.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა- ზოგადოების (1 739 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 41.4%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 95.0% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 127 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 65 კოოპერატივი, 12 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 7 სააქციო საზოგადოება, და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი“, - განმარტავენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
უკან დაბრუნება
336ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი