შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
15.01.2016 | 12:20

დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილები 14 მილიონი დოლარით შემცირდა

კატეგორია: ეკონომიკა
2015 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 101.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 244.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 12.2 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2014 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
 
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 91.8 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ დეკემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.

დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან 31.3 მილიონი დოლარის გადმორიცხვა მოხდა. აქედან, - 10 მილიონის გადმორიცხვა მოხდა იტალიიდან, 9 მილიონის საბერძნეთიდან, 2,8 მილიონის გერმანიიდან. 40.5 მილიონის გადმორიცხვა მოხდა რუსეთიდან, ამერიკიდან კი 10 მილიონი დოლარის.
 
2015 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.8 მლნ აშშ დოლარი (42.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 20.2 მლნ აშშ დოლარისა (38.1 მლნ ლარისა) გასული წლის დეკემბერში.
უკან დაბრუნება
569ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი