ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
12.01.2016 | 13:55

Deutsche Bank-ის, Barclays-ის და Societe Generale-ის ყოფილი თანამშრომელები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან

კატეგორია: მსოფლიო
Deutsche Bank-ის, Barclays-ის და Societe Generale-ის 11 ყოფილი თანამშრომელი ბანკთაშორისი განაკვეთი Euribor-ით მაქინაციების საქმეზე პირველი ბრალდებულები გახდებიან. 10 მამაკაცი და 1 ქალი, ლონდონის სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგეს, სადაც მათ ბრალდებებს წაუყენებენ.
 
მაქინაციების თემაზე მიმდინარე საერთაშორისო გამოძიება ბანკებს უკვე დაუჯდა დაახლოებით $9 მლრდ, რაც მათ მარეგულირებელი საკითხების გადაწყვეტაში გადაიხადეს. 30-ზე მეტი ადამიანი კი პასუხისგებაში მიეცა. ბანკთაშორის განაკვეთები, Euribor-ი და Libor-ი, რომლებიც ბანკთაშორის კრედიტების განაკვეთებს განსაზღვრავენ, წარმოადგენს მთავარ განაკვეთებს, $450 ტრილიონზე მეტი მოცულობის საფინანსო პროდუქტებისთვის. სასამართლო განხილვები ლონდონში დაიწყება თითქმის 3 წლის შემდეგ მას შემდეგ, რაც 2012 წელს ბრიტანულმა Barclays-მა აღიარა, რომ მისი ტრეიდერები ცდილობდნენ მანიპულირება გაეკეთებინათLibor-ით და Euribor-ით, 2005-2009 წლებში. Barclays-ი ამისთვის $450 მლნ-ით დაჯარიმდა. კიდევ 10 უმსხვილესი ევროპული და ამერიკული საბანკო დაწესებულება გახდა ამ სკანდალის მონაწილე და მათაც ჯარიმები გადაიხადეს. რეკორდული ჯარიმა გადაიხადა Deutsche Bank-მა - $2.5 მლრდ, გასული წლის აპრილში.
უკან დაბრუნება
143ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი