შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
18.12.2015 | 12:44

დევნილებს ახალ წლამდე ოლიმპიურ სოფელში 330 ბინა გადაეცემათ

კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 347 დევნილ ოჯახს გადაეცემა, - როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დევნილები ბინებს თბილისში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, სენაკში, აბაშაში, მარნეულში, ხობში, წყალტუბოსა და ჩხოროწყუში მიიღებენ.
 
"გარდა ამისა, დევნილები ახალ წლამდე მიიღებენ ბინებს ოლიმპიურ სოფელში, რომლის 9 კორპუსი სახელმწიფომ პრემიერის ინიციატივით გამოისყიდა.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, დევნილებს ახალ წლამდე ოლიმპიურ სოფელში 330 ბინა გადაეცემათ, ხოლო კიდევ 300 ბინას ისინი ეტაპობრივად, თებერვალსა და ივნისში მიიღებენ", - განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მთლიანობაში, წელს და მომავალ წელს, დევნილებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, 1100-მდე ბინა გადაეცემათ.
უკან დაბრუნება
246ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი