ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
31.12.2015 | 11:35

დღეს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება

კატეგორია: საზოგადოება
დღეს თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაიკეტება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 31 დეკემბერს, თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირის ნაწილი (სასტუმრო „თბილისი მერიოტიდან“) გადაიკეტება.
 
„რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით ავტომანქანები იმოძრავებენ ჭანტურიას ქუჩის გავლით. კოტე აფხაზის და შალვა დადიანის ქუჩებიდან მოძრაობა ნებადართულია პუშკინის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა ნებადართული იქნება ორბელიანის მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩის გავლით“, - განმარტავენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უკან დაბრუნება
314ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი