შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
05.01.2016 | 11:54

დიმირტი ქუმსიშვილი: ყველაზე დიდი საზრუნავი და გამოწვევა დოლარიზაციის კოეფიციენტია

კატეგორია: ეკონომიკა
ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ გამოწვევად დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტს ასახელებს. ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ დოლარიზაცია აზიანებს როგორც ბანკებს ასევე მის კლიენტებსაც, თუმცა მისი თქმით ამ პრობლემის გადასაჭრელად საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომა დღეს მსოფლიოში არ არსებობს.
 
"ჩვენს ყველა ძირითად სავაჭრო პარტნიორებში მოხდა ეკონომიკური კრიზისი, მოხდა ვალუტის დევალვაცია რამაც რა თქმა უნდა მოახდინა გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი საზრუნავი დოლარაზაციის კოეფიციენტია, რომელიც ორივე მხრიდან არის საზრუნავი, - ის დანაზოგი რომელიც ჩვენს მოსახლეობასაც და კომპანიებსაც აქვთ კომერციულ ბანკებში და შესაბამისად კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხები, რომელიც ყველაზე მძიმედ აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, რადგან ფული რომელიც მათ რჩებათ მათ ჯიბეებში გადასახადების და სესხის გადახდის შემდეგ შემცირდა. უნდა ვაღიაროთ რომ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა რომელიც ჩვენ გვაქვს. თუმცა ამ მიმართუებით სტანდარტული გადაწყვეტილებები არ არსებობს, არ არსებობს კონვენციური გადაწყვეტილება რომელსაც აღიარებს მსოფლიო . ყველაზე დიდი საშიშროება ის არის, რომ გადაწყვეტილებები რომლებიც არსებობს მსოფლიოში ყოველთვის ბაზრის როლმელიმე მოთამაშეს ჩაგრავს და შემდეგ იწვევს გარკვეულ პრობლემებს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი".
უკან დაბრუნება
236ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი