ორშ, 16 იანვარი
ორშ, 16 იანვარი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 15:40

დიმიტრი ქუმსიშვილი: გალარების ერთჯერადი სუბსიდირება შეიძლება 33 ათას სესხს შეეხოს

ავტორი: ელენე გოგბერაშვილი
კატეგორია: ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრმა მთვრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს ის კრიტრიუმები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც მთავრობა მოახდენს სესხების გალარების სუბსიდირებას. დიმისტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გალარების ერთჯერადი სუბსიდირება შეიძლება 33 ათას სესხს შეეხოს, თუმცა, მსესხებელთა ზუსტი ოდენობა ახლო პერიოდში დაზუსტდება.

"აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. ამავე დროს მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 ათას დოლარზე მეტი 2015 წლის 1 იანვრისთვის. თუ მათ 2015 წლის იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბრამდე სესხი დაფარეს , ამ შემთხვევაში 28 ნოემბრისთვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა"-განმარტავს ფინანსთა მინისტრი.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, იმ მსესხებლებს, რომელთაც მეტი სესხი აქვთ, მთავრობა მათზე სუბსიდიას არ განახორციელებს.

"აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება. კომერციულ ბანკებს გალარებისათვის საჭირო ვალუტას ეროვნული ბანკი მიაწვდის",-განაცხადა ქუმსიშვილმა.
უკან დაბრუნება
149ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი