ორშ, 05 დეკემბერი
ორშ, 05 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 10:52

დიმიტრი ქუმსიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

კატეგორია: ეკონომიკა
მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღების საკითხზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ჩატარდა, მხარეებმა განიხილეს ის გავლენა, რომელიც შესაძლოა, საქართველოში, ზოგადად, ბიზნესსა და მათ შორის, საბანკო სექტორზე მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებამ იქონიოს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს და აღნიშნეს, რომ მათ საკრედიტო პორტფელში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტისთვის გაცემული კრედიტების ოდენობა უმნიშვნელოა. ამდენად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება ადგილობრივ საბანკო სექტორზე გავლენას არ მოახდენს და პრობლემას არ შექმნის.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია.
უკან დაბრუნება
214ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი