შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 16:25

ეკონომიკის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა

კატეგორია: ეკონომიკა
IDFI-მ 2014-2015 წლების ანგარიში, "საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში" წარმოადგინა.

IDFI-ის მიერ, 2010-2015 წლებში განხორციელებული პროექტების ფარგლებში, საჯარო დაწესებულებებში სულ გაიგზავნა 30 152 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, საიდანაც პასუხი მიღებულია 24 438 მოთხოვნაზე.
 
2015 წელს IDFI-იმ, 307 საჯარო დაწესებულებისათვის გაგზავნილ 8297 მოთხოვნაზე, სრულყოფილი პასუხი მიიღო 3 961 შემთხვევაში, არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 438 მოთხოვნაზე, უარს ადგილი ჰქონდა 63 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებული იქნა 1 175 მოთხოვნა.

2015 წლის მონაცემებით ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებად დასახელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელმაც 44 მოთხოვნა დატოვა უპასუხოდ.

საქართველოს 286 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის 2015 წელს მხოლოდ რვა დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება, საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, IDFI-ის მიერ გაგზავნილი ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შვიდმა უწყებამ და წალკის საკრებულომ.
უკან დაბრუნება
256ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი