შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 18:41

ეკონომიკის სამინისტროს პასუხი TNT-ის: TNT-მ კვლევაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

კატეგორია: ბიზნესი
გადამზიდავები ეკონომიკის სამინისტროს 100 000 დოლარიანი კვლევის შედეგების გასაჯაროებას სთხოვენ, - აღნიშნულის შესახებ კომპანია TNT-ის ხელმძღვანელმა, ნინო მენთეშაშვილმა გადაცემაში „ბიზნესკონტაქტი“ განაცხადა. მისი თქმით, კვლევა დარგის რეფორმას ეხება, რომელიც გაუმჭირვალედ მიმდინარეობს.
 
კომპანია TNT-ის პასუხობენ ეკონომიკის სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, კვლევა მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც მასში არსებული კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია იქნება ამოღებული.

„დოკუმენტი გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც იქიდან ამოღებული იქნება კომერციული საიდუმლოების შემცველი მასალები. ჩვენ ყველა კომპანიას, რომელიც ქვეყანაში ამ სფეროში მოღვაწეობს, შევთავაზეთ ამ კვლევაში მონაწილეობის მიღება. მათ შორის TNT-საც მაგრამ სამწუხაროდ კომპანიამ კვლევაში მონაწილეობა არ მიიღო“, - აცხადებს ჯემალ ვაშაკიძე, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
უკან დაბრუნება
307ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი