შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
06.01.2016 | 18:37

ეროვნული ბანკი: არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა

კატეგორია: საფინანსო სექტორი
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
 
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს საქმიანობა და სააგენტოს აპარატის ფორმირება და ფუნქციონირება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე. ამ პერიოდში კი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ერთმნიშვნელოვნად ისევ ეროვნულ ბანკს დაეკისრა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საფინანსო სექტორის რეგულირებას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობასთან შედარებით 67 ერთეულით იზრდება სააგენტოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკან დაბრუნება
253ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი