ორშ, 16 იანვარი
ორშ, 16 იანვარი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 20:52

ეროვნული ბანკი საფინანსო და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციებზე ინფორმაციას აქვეყნებს

კატეგორია: საფინანსო სექტორი
ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციებზე დეტალური ინფორმაციის გამოქვეყნება დაიწყო.

2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, სესხების წლიურმა ზრდამ 9.5% შეადგინა, ამასთან ბიზნეს სესხების ზრდამ 1,7% შეადგინა, ხოლო საცალო სესხებისამ 18,3%. შედარებისთვის 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ბიზნეს სესხების ზრდა 6,5%-ს შეადგენდა, საცალო სესხების კი 10%-ს.

შესაბამისად მთლიან ზრდაში ბიზნეს სესხების წილი 0.9%-მდეა შემცირებული, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 3,4%-ის ნაცვლად.

საპროცენტო განაკვეთი სესხების ნაშთზე 11.9%-ს შეადგენდა, ნაცვლად 12.7%-ისა.

2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისას აღემატებოდა: თუკი გასული წლის სამ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2,3%-ით გაიზარდა, აზერბაიჯანში ეს ციფრი -3,6%-ს შეადგენდა, სომხეთში -2,6%-ს, თურქეთში -1,8%-ს, რუსეთში -0,4%-ს, ხოლო უკრაინაში კი 2%-ს, ამერიკაში 1,7%-ს.

რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, - უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის მაჩვენებელი ნოემბერში ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზე დაფიქსირდა. ამავე პერიოდში შემცირდა უძრავი ქონების ქირის ინდექსი.

ნოემბერში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებელიც.

თუკი გასული წლის ნოემბერში მთლიანი სესხები 17,8 მილიარდს შეადგენდა, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15,8 მილიარდს შეადგენდა. წლიურმა ზრდამ 13.1% შეადგინა.






უკან დაბრუნება
122ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი