შაბ, 25 თებერვალი
შაბ, 25 თებერვალი
ახალი ამბები:
ENG
11.01.2017 | 11:20

ეროვნულმა ბანკმა იმ ქვეყნების სია დაადგინა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკებია

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
კატეგორია: ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმ ქვეყნების სია დაადგინა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკებია. სიაში სულ 21 ქვეყანა მოხვდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომელმაც დაადგინა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხა, საკანონმდებლო მაცნეში გუშინ გამოქვეყნდა.

საყურადღებო ზონების ჩამონათვალში მოხვდა:

1. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
2. ანგილია;
3. ანტიგუა და ბარბუდა;
4. ბოსნია-ჰერცეგოვინა;
5. დომინიკის თანამეგობრობა;
6. ერაყის რესპუბლიკა;
7. ვანუატუ;
8. თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
9. იემენის რესპუბლიკა;
10. ირანის ისლამური რესპუბლიკა;
11. კაიმანის კუნძულები;
12. კოლუმბიის რესპუბლიკა;
13. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა);
14. ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
15. ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
16. სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
17. სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია;
18. სეიშელის რესპუბლიკა;
19. სირიის არაბთა რესპუბლიკა;
20. ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
21. უგანდის რესპუბლიკა

ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არამოთანამშრომლე ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი.
უკან დაბრუნება
650ნახვა
ეროვნულმა ბანკმა იმ ქვეყნების სია დაადგინა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკებია
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი