შაბ, 10 დეკემბერი
შაბ, 10 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
11.12.2015 | 09:48

ევროკავშირის მოქალაქეებმა გასულ წელს, საზღვრებს მიღმა 29,3 მილიარდი ევრო გაიტანეს

კატეგორია: მსოფლიო
ევროკავშირის მოქალაქეებმა 2014 წელს ევროკავშირის საზღვრებს მიღმა 29,3 მილიარდი ევრო გაიტანეს. ვეროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესული თანხის მოცულობამ კი 11 მილიარდი ევრო შეადგინა. 2013 წელთან შედარებით გადარიცხვების მასა 6 მილიონი ევროთი გაიზარდა. ევროსტატის ინფორმაციით, ამ გადარიცხვების უმეტესი ნაწილი იმ მიგრანტებზე მოდის რომლებიც მუშაობით მიღებულ თანხას სამშობლოში აგზავნიან.
 
საფრანგეთის მოქალაქეებმა 2014 წელს ევროკავშირის საზღვარს მიღმა 9,4 მილიარდი ევროგადარიცხეს, დიდი ბრიტანეთიდან 6,8 მილიარდი ევრო, იტალიიდან 6,5 მილიარდი ევრო, ესპანეთიდან კი 5,9 მილიარდი ევრო გადაირიცხა. გადარიცხვების ყველაზე დიდი შედინება ევროსტატმა პორტუგალიაში დააფიქსირა, თანხამ რიცხვებში 4,8 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შიდა გადარიცხვების ჯამი 2014 წელს 13,2 მილიარდი ევროა.
უკან დაბრუნება
224ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი