შაბ, 03 დეკემბერი
შაბ, 03 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
21.12.2015 | 12:55

ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 2 პროცენტით გაიზარდა, დსთ-სთან 22 პროცენტით შემცირდა

კატეგორია: ეკონომიკა
2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8892 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 2019 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (23 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 6873 მლნ. აშშ დოლარს (11 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 4854 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.
 
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2792 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 599 მლნ. აშშ დოლარი იყო (6 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2192 მლნ. აშშ დოლარი (2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 31 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 30 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 33 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ნოემბერში 31 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ნოემბერში 2509 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 22 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 764 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1746 მლნ. აშშ დოლარი იყო (7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- ნოემბერში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ნოემბერში 10 პროცენტი).
უკან დაბრუნება
238ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი