ხუთ, 08 დეკემბერი
ხუთ, 08 დეკემბერი
ახალი ამბები:
ENG
19.01.2016 | 10:27

ევროპამ ირანული გაზი შესაძლოა "გაზის სამხრეთის დერეფანით" მიიღოს

კატეგორია: მსოფლიო
ევროპამ შესაძლოა ირანული გაზი "გაზის სამხრეთის დერეფანით" მიიღოს. აზერბაიჯანული სააგენტო Abc-ის ცნობით, ევროკომისია თებარვალში პირველ ტექნიკურ მისიას მიავლენს ირანთან ენერგეტიკული კავშირის შესაფასებლად. როგორც ევროკომისარმა მიგელ არიას კანეტემ განაცხადა, ირანთან ურთიერთობისას პოტენციური სფეროებია - ატომური ენერგია, ნავთობისა და გაზის წარმოება, განახლებადი ენერგიის წყაროები და ენერგო ეფექტურობის საკითხები. „პერსპექტიულად მიიჩნევა ირანში თხევადი გაზის წარმოების განვითარება, ასევე გაზის მიწოდება სამხრეთ ევროპისთვის „გაზის სამხრეთის დერეფანის“ მარშრუტით“, როგორც რუსული გაზის ალტერნატივა- განაცხადა კანეტემ. აღნიშნული დერეფანით ამ ეტაპზე ევროპისთვის გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან იგეგმება, მაგრამ ევროკომისია არ გამორიცხავს მის გაფართოებას 2022 წლისთვის სხვა მომწოდებლების ხარჯზე.
უკან დაბრუნება
362ნახვა
ტოპ სიახლეები
იხილეთ მედია ზონა
ნახეთ ყველა სიახლე ნახეთ მეტი